logo
ENG



ლაზარეს მამა: სოლიდარული ვარ დედების მიმართ, ახლაც ვიტყვი, წამალი ბავშვებს

01 მაი 202314:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/01/22g2zdz29y52vap.png

პირველივე დღიდან ვუდგავარ დედებს გვერდით. ეს ისეთი საკითხია, 21-ე საუკუნეში ბავშვებს წამალი რომ არ ჰქონდეთ ძალიან ისეთი ამბავია ჩემთვის, კი, შეიძლება სასამართლოში პრობლემები გვქონდეს, მაგრამ წამლის ამბავი ძალიან იოლი მოსაგვარებელია და ხელისუფლება რატომ არ უსრულებს ამ დედებს მოთხოვნას ვერ გავიგე, მაგრამ მე ვიცი რატომაც, წაგება არ უყვარს მთავრობას. კანონი უკან წაიღეს და ახლა ესეც რომ გააკეთონ, რატომღაც წაგებულები იქნებიან და არ უნდათ, რომ წაგებულები დარჩნენ მოსახლეობასთან, ხალხთან. სოლიდარული ვარ დედების მიმართ, ახლაც ვიტყვი, წამალი ბავშვებს, სოლიდარობა მშობლებს. 


close დახურვა