ევროკავშირი მოლდოვას ენერგოუსაფრთხოებისთვის დამატებით 200 მილიონ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში ვიზიტისას, მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლაიენის თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა მოლდოვისადმი ურყევია და ისინი რუსეთის მიერ გამოწვეული ენერგოკრიზისის ფონზე მოლდოვისთვის დახმარებას ზრდის.
„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ჩვენ მოლდოვას დამატებით 200 მილიონ ევროს მივაწვდით ენერგოუსაფრთხოებისთვის, 50 მილიონ ევროს საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის. და ჩვენ დავეხმარებით სხვა საერთაშორისო დონორების მობილიზებაში“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.