ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის რადას სიტყვით მიმართა. გამოსვლისას ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა "იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება".
"ევროპა გვერდში დაუდგება უკრაინას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ არ გაიმარჯვებთ. თქვენი მამაცი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე იღებენ მსხვერპლს უკრაინისა და მისი ხალხის დასაცავად და ხაზების მიღმა, უამრავი სხვა უკრაინელი მუშაობს ამ ეროვნული მცდელობის მხარდასაჭერად და ისინი ყველანი იმედოვნებენ ქვეყნის ნათელ მომავალს", - მიმართა ლაიენმა.
მისივე თქმით, წინ გრძელი გზაა, მაგრამ ევროპა ყველა ნაბიჯზე უკრაინის გვერდით იქნება.
"წინ გრძელი გზაა, მაგრამ ევროპა თქვენს გვერდით იქნება ყოველ ნაბიჯზე, რამდენიც საჭირო იქნება. ომის ამ ბნელი დღეებიდან იმ მომენტამდე, როცა გადაკვეთთ კარს, რომელიც მიდის ევროკავშირში", - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.