logo
ENG



ლაიენი: ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას, გზა იქნება გამოწვევებით მაგრამ შესაძლებლობებით სავსე

25 ივნ 202414:14
3 წუთის საკითხავი
 

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანებაზე მოლაპრაკებების ოფიციალურად დაწყებას ულოცავს. ლაიენი X-ზე წერს, რომ ეს გზა გამოწვევებითა და შესაძლებლობებით იქნება სავსე. 

"ვულოცავ მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ეს ძალიან კარგი სიახლეა უკრაინის, მოლდოვისა და მთელი ევროკავშირისთვის. გზა იქნება გამოწვევებით, მაგრამ შესაძლებლობებით სავსე. გისურვებთ მოლაპარაკებების წარმატებით დაწყებას", - წერს ლაიენი. 

***

დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებს

გაწევრიანების მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყნებთან ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში გაიმართება.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მთავრობათაშორისი კონფერენცია კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს შორის მოლაპარაკებაა, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების დებულებები განიხილება და თანხმდება.

კონფერენციაზე ევროპული მხარე მოლაპარაკებების ჩარჩოს წარადგენს, რომელიც შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება და მის შინაარსს, ფორმატსა და წესრიგს განსაზღვრავს.


close დახურვა