ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ომის ფონზე უკრაინას რეფორმების კუთხით „საოცარი“ პროგრესი აქვს.
ლაიენის თქმით, უკრაინა მუშაობს სხვადასხვა რეფორმების პაკეტზე, მათ შორის "სასამართლოს დამოუკიდებლობის, კორუფციასთან ბრძოლის, უმცირესობების უფლებებისა და მედიის თავისუფლების" კუთხით.
"უნდა აღვნიშნო რომ საოცარი სანახავია, როგორ სწრაფად და მიზანდასახულად ნერგავს უკრაინა ამ რეფორმებს ომის მიუხედავად. ისინი ქვეყანას იცავენ და რეფორმებს ატარებენ" - განაცხადა ლაიენმა.