logo
ENG



ლაიენის თქმით, გაყინული რუსული აქტივები, უკრაინისთვის იარაღის შეძენას უნდა მოხმარდეს

29 თებ 202411:41
3 წუთის საკითხავი
 
ლაიენის თქმით, გაყინული რუსული აქტივები, უკრაინისთვის იარაღის შეძენას უნდა მოხმარდეს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, გაყინული რუსული აქტივები, უკრაინისთვის იარაღის შეძენას უნდა მოხმარდეს. საუბარია დაახლოებით 300 მილიარდი ევროს აქტივებზე, რომლებიც დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების მიერ დაიბლოკა.

"მოვიდა დრო დავიწყოთ საუბარი იმ გაუთვალისწინებელი შემოსავლების გამოყენებაზე, რომელიც მივიღეთ გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე - ეს თანხები უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის შესყიდვაზე უნდა დაიხარჯოს. ამ ფულის გამოყენების უკეთეს დანიშნულებას ვერ მოვუძებნით, ვიდრე ის, რომ უკრაინა და მთელი ევროპა უფრო უსაფრთხო ადგილი გავხადოთ სიცოცხლისთვის", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

Financial times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ საკითხზე ოფიციალურ ინიციატივას კომისია 2 კვირაში წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირში ითქვა, რომ გაყინული თანხები უკრაინისთვის იარაღის შეძენას უნდა მოხმარდეს. მანამდე დასავლელი ლიდერები საუბრობდნენ იმაზე, რომ გაყინული რუსული აქტივები ზოგადად უკრაინის აღდგენას და მის სხვა საჭიროებებს უნდა მოხმარებოდა.

იმისათვის რომ ფონ დერ ლაიანის ინიციატივა ძალაში შევიდეს, მას მხარი 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს.


close დახურვა