logo
ENG



ლაიენის თქმით, ევროკავშირი 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს

25 ოქტ 202214:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/25/ndyj6lwisdahnxl.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ უკრაინისთვის ყოველთვიური ფინანსური დახმარების გაწევას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით, რაც წლიურად 18 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

"უკრაინას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა. ევროკავშირს შეუძლია უზრუნველყოს უკრაინისთვის 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით ყოველთვიური მხარდაჭერა. ჩვენ ვსაუბრობთ 18 მილიარდ ევროზე 2023 წელს," - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მიმდინარე წელს უკრაინის თვიური ბიუჯეტის დეფიციტი თვეში 4-5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რომელიც უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით დაფარა.

2023 წელს, ომის დროს უკრაინის ეკონიმიკის ნაწილობრივი ადაპტაციისა და უკრაინის მიწების გათავისუფლების წყალობით, მთავრობა ადგენს ბიუჯეტის ხარვეზს 3,5 მილიარდი დოლარის ოდენობით.

როგორც უკრაინის პრემიერმა, დენის შმიგალმა განაცხადა, ამ გაანგარიშებიდან მომავალ წელს უკრაინას 38 მილიარდი დოლარი სჭირდება.


close დახურვა