logo
ENG



ლაიენის თქმით, რუსეთის გასასამართლებელი ცენტრის შექმნაზე შეთანხმებას ხელს ლვივში მოაწერენ

04 მარ 202317:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/04/whljwgdsiovd1r8.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული დანაშაულების დევნის საერთაშორისო ცენტრის ჰააგაში შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი უკრაინაში, ქალაქ ლვივში დაგეგმილ კონფერენციაზე მოეწერება.

ევროკომისიის ცნობით, უკრაინაში გამართულ Eurojust (ევროკავშირის სისხლის სამართლის თანამშრომლობის სააგენტო)-ის სამდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე, "ერთობა სამართლიანობისთვის", რომლის მიზანიც უკრაინაში რუსული აგრესიული დანაშაულებისთვის ტრიბუნალის შექმნაში მონაწილეობაა, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შეთანხმებაში შევა შესწორება რუსეთის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზე.

ლაიენის თქმით, უნდა არსებობდეს ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიულ დანაშაულებს განიხილავს და დანაშაულების დევნის საერთაშორისო ცენტრის შექმნაზე თანხმობა ამ პროცესში პირველი ნაბიჯი იქნება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას რათა რუსეთმა "საფასური გადაიხადოს".

„რუსეთის უკრაინაში შეჭრამ წარმოუდგენელი ტანჯვა მოუტანა უკრაინას. თითქმის 1 წლის წინ მსოფლიომ გაიგო ბუჩაში საშინელების შესახებ. მე თავადაც ვიყავი იქ და ვნახე რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკეები.

მშვიდობიანი მოქალაქეებზე, ისევე როგორც ენერგო და სხვა ინფრასტრუქტურაზე პირდაპირი თავდასხმების უფრო და უფრო მეტი სამხილია.

წამება, არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ძალადობა და ჯგუფურად სიკვდილით დასჯა ცნობილია რომ რუსული ძალები ამ ყველაფერს სჩადიან. ბავშვებსაც კი არ ინდობენ.

ამ საზარელ დანაშაულებზე რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. პუტინს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რომ დამნაშავეები გასამართლდნენ.

ევროკავშირი  მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როლს.

ჩვენ ასევე გვჯერა, რომ უნდა არსებობდეს ტრიბუნალი, რომელიც კონკრეტულად რუსულ აგრესიულ დანაშაულებს განიხილავს.

და მე ამაყი ვარ, რომ ამ კონფერენციაზე, როგორც პირველი ნაბიჯი თქვენ ხელს მოაწერთ შეთანხმებას ჰააგაში აგრესიული დანაშაულების დევნის საერთაშორისო ცენტრის შექმნაზე.

ევროკავშირი გააგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას რათა დარწმუნდეს, რომ რუსეთი საფასურს გადაიხდის.

ჩვენ ერთიანები ვართ უკრაინაში სამართლისთვის“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

 

close დახურვა