logo
ENG



ლაიენის თქმით, რუსული გაზის მოხმარება უნდა შემცირდეს, რადგან რუსეთი სანდო პარტნიორი აღარაა

06 მაი 202213:22
3 წუთის საკითხავი
clock 595

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსული გაზის მოხმარება უნდა შემცირდეს, რადგან რუსეთი რუსეთი სანდო პარტნიორი აღარაა.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსულ ნავთობზე ემბარგო ადვილი არ იქნება, მაგრამ ევროკავშირს არ შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში ფულის გადარიცხვა რუსეთში, მისი ღირებულებების გათვალისწინებით.

“ევროკავშირის ადგილი უკრაინის მხარესაა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს,” - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებით უნდა გადაწყვიტოს, მოიგო თუ არა ომი უკრაინამ, მან თქვა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.


close დახურვა