logo
ENG



ლალი ტურძელაძე - კოვორნავირუსით გარდაცვლილი მეხუთე პაციენტი ბოლნისის კლსატერიდან იყო

22 აპრ 202011:50
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით გარდაცვლილი მეხუთე პაციენტი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული, ბოლნისის კლასტერიდან არის.

ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

„გარდაიცვალა ერთი პაციენტიკ 68 წლის, ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ჩვენთან აპარატულ სუნთქვაზე იყო. ჩვენთან რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტი მკურნალობდა, აქედან 7 მართვით სუნთქვაზეა, სამი კრიტიკულ მდგომაროებაში და ერთ-ერთი მათგანი იყო ეს პაციენტი, რომელსაც ჰქონდა გადატანილი მიოკარდიომის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა და ამიტომაც მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა გულის ინფარქტის გამო გართულებები. სასუნთქ გზებშიც გართულებები ჰქონდა, ამას დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეპტიური შოკი და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოიმბოლია. ეს გართულება ახასიათებს ძირითადად ამ კორონავირუსს. ძალიან ბევრი შრომა გასიეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა, მაგრამ შედეგი ვერ დადგა კარგი“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.


close დახურვა