logo
ENG



ლანდსბერგისი: დასავლეთმა ღიად უნდა განაცხადოს, რომ უკრაინას მხარს გამარჯვებამდე დაუჭერს

31 აგვ 202319:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/31/w3b0ucwl28zxb7s.png

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, დასავლეთმა ღიად უნდა განაცხადოს, რომ უკრაინას მხარს გამარჯვებამდე დაუჭერს.

"ვეხმარებით უკრაინას, სანამ სჭირდება", უნდა შეიცვალოს ფრაზით: "უკრაინას მხარს გამარჯვებაში ვუჭერთ". თუ ჩვენ არ შეგვიძლია ამის თქმა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს გონებაში სხვა ვარიანტებიცაა და ერთადერთი სხვა ვარიანტი პუტინის გამარჯვებაა.

ეს სცენარი კატასტროფას ნიშნავს არა მხოლოდ ლიტუვისთვის, არამედ ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონებისთვის. ჩვენ უკრაინის გვერდით მის გამარჯვებამდე უნდა ვიყოთ. ჩვენ გვინდა, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე და არა ოდესმე", - ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა