logo
ENG



ლანდსბერგისი: დღეს ნავალნის ცოლს მოვუსმენთ, სანქციები მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია

19 თებ 202414:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/19/sdvxc2siswy8soi.jpg

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიეულის ლანდსბერგისის განცხადებით, დღეს მინისტერიალზე ევროპელი ლიდერები ალექსეი ნავალნის ცოლს მოუსმენენ. მისი თქმით, საუბარი იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

ლანდსბერგისი აღნიშნავს, რომ სანქციების პაკეტი მინიმუმია, რისი გაკეთებაც ევროპას შეუძლია.  

"დღეს გვაქვს შესაძლებლობა, მოვუსმინოთ ალექსეი ნავალნის ცოლს. სულ მცირე, სანქციებზე უნდა იყოს საუბარი. ეს წარსულშიც გავაკეთეთ. საშინელებაა ამის გახსენება, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც რუსეთში ოპოზიციის წევრს კლავდნენ, ევროპა ამას სანქციების პაკეტებით პასუხობდა. ეს არის მინიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.

უნდა იყოს მოთხოვნა, გადასცენ [ნავალნის] ცხედარი, რომ სათანადოდ იყოს დაკრძალული, რასაც იმსახურებს მისი ოჯახი და ის ხალხი, რომლებსაც თავიანთი ლიდერის სწამდათ", - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ევროკავშირი ნავალნის დაღუპვის გამო სადამსჯელო ღონისძიებების შემუშავებას განიხილავს. ამ საკითხზე მინისტერიალზე იმსჯელებენ. მინისტერიალს ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია დაესწრება.


close დახურვა