logo
ENG



ლანდსბერგისი: ვარიანტებში საქართველოსთვის EU-ში ინტეგრაციის შეჩერება უნდა იყოს ნახსენები

24 ივნ 202411:53
3 წუთის საკითხავი
 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლუქსემბურგში მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან თქვა, რომ საქართველოს შესახებ EU-ის მინისტრებისთვის წარდგენილ ვარიანტების ფურცელში საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება ერთ-ერთი ვარიანტი უნდა იყოს.

"კარგი ნაბიჯია, რომ წარდგენელია დოკუმენტები ვარიანტების შესახებ, თუმცა დოკუმენტებში არ არის ნახსენები რიგი ვარიანტები, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება. ვფიქრობ, დოკუმენტში ეს ვარიანტიც ნახსენები უნდა იყოს.", – განაცხადა მან.

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი გაიმართება, რომლის განხილვის ერთ-ერთი საგანი საქართველოც იქნება. დღევანდელ შეკრებაზე რუსული კანონის გამო საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ბრიუსელის მხრიდან შესაძლო საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ.

როგორც ცნობილია, მსჯელობა შეეხება მათ შორის რეაგირების მექანიზმებსაც, რომელთა შორისაა - პერსონალური სანქციები, სამთავრობო დაფინანსების შეჩერება, ვიზალიბერალიზაციის გადახედვა.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ და აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.


close დახურვა