logo
ENG



ლანდსბერგისი: კანონი შეაფერხებს საქართველოს პროგრესს NATO-სა და EU-ს გზაზე

15 მაი 202410:51
3 წუთის საკითხავი
 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსული კანონი შეაფერხებს საქართველოს პროგრესს NATO-სა და ევროკავშირის გზაზე. 

როგორც ლანდსბერგისმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკუსვლაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. 

ლიეტუველმა პოლიტიკოსმა ვიზიტის მიზანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტნიორები საქართველოს მოსახლეობას მხარს უჭერენ. 

"გამძლეობა, რომელიც აჩვენა ქართველმა ხალხმა ძალადობის და პროპაგანდის მიუხედავად, მათ დააფიქსირეს მათი ევროპული ასპირაციები. თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ყველა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული...

მე მჯერა რომ საქართველო ამ გზას არ გადაუხვევს. ჩვენი მთავარი ამოცანა, რატომ ვიმყოფებით დღეს აქ, არის ის რომ გამოგვეხატა ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოსთვის, რადგან საქართველო იბრძვის დემოკრატიისთვის და მათი ევროპული მომავლისთვის. ეს მომავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იქნას ვინმეს მიერ ხელყოფილი.

ჩვენი მეორე ამოცანაა, რომ გავუგზავნოთ გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, როგორც პარლამენტს, ისე მთავრობას, რომ თუ საქართველო გააგრძელებს ამ გზაზე სვლას, ამას გარკვეული შედეგები ექნება. საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრი მიღწევები ნახა, კანდიდატის სტატუსი იყო ამის მტკიცებულება. არის რიგი რეკომენდაციები, რომლის შესრულება ევალება საქართველოს. ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა გაღებული ამ ყველაფრისთვის და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შეიძლება იქნას განადგურებული.

ძალიან ცალსახად მინდა გითხრათ, უცხოელი გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტი და ზეწოლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, საქართველოს პროგრესს შეაფერხებს NATO-სა და ევროკავშირის გაერთიანების გზაზე. თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. მოვისმინეთ პრეზიდენტისგან, რომ ვეტოს დადება იგეგმება კანონზე, ამ სამწუხარო კანონპროექტის გამოწვევა შეიძლება მოხდეს და არ უნდა იყოს არანაირი დებულება იმაზე, რომ რამე კოსმეტიკური ჩასწორება კანონპროექტისა გამოასწორებს მის სახეს, რადგან ის არ არის თანხვედრაში ... თქვენ ვერ გამოასწორებთ და შეალამაზებთ იმას, რაც არ არის ფუნდამენტურად ჩვენი ღირებულებების საპირწონე, საქართველო მიეკუთვნება ევროპას.

როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა სტრასბურგში მის განცხადებაში: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი" - დიახ, თქვენ ხართ!", - თქვა ლანდსბერგისმა. [სინქრონული თარგმანი]

 


close დახურვა