logo
ENG



ლანდსბერგისი: საქართველო, სომხეთი, მოლდოვა დაცული უნდა იყვნენ პუტინიზმისგან

17 მარ 202204:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/17/kgfut7zlhyxpvv6.jpg

ეჭვგარეშეა, რომ უკრაინისთვის მხარის არ დაჭერა - ნიშნავს პუტინიზმის მხარდაჭერას. როდესაც პუტინიზმი გაიმარჯვებს, ყველა დამარცხდება - უკრაინა, დასავლეთი, ღობეზე მსხდომებიც. პუტინიზმის ადგილი იგივეა, რაც მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმების - ნაციზმის, კომუნიზმის, მაოიზმის. პუტინის Z ასოს ადგილი სვასტიკის გვერდით არის, ანუ ისტორიის ორგანული ნარჩენების კონტეინერში.

პუტინიზმისთვის სანქციების მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პუტინისტები მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან. პუტინიზმი უნდა გავაჩეროთ უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვედვაში კიბოსავით გავრცელდება. საქართველო, სომხეთი, მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან და, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ბელარუსისგან.

დასავლეთმაც უნდა გაწმინდოს პუტინიზმის სული. ეს პროცესი დაიძრა - თითოეული ჩამორთმეული იახტით, ვილებით, დახურული ანგარიშებით. უკრაინაში ომმა მასიური და საყოველთაო დეპუტინიზაცია დაიწყო. ბომბები მშვიდობიან მოსახლეობას ეცემა და დრო კი გადის.


close დახურვა