logo
ENG



ლაპიდი ლავროვის განცხადებაზე: უპატიებელი განცხადებაა, ისტორიული შეცდომაა. ველოდებით ბოდიშს

02 მაი 202213:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/02/3eiihcoeoqvj6ar.jpg

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ანტი-სემიტურ განცხადებებს უპატიებელს და შეურაცხმყოფელს უწოდებს: 

"ეს უპატიებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებაა, ეს ისტორიული შეცდომაა. ველოდებით ბოდიშს. ჰოლოკოსტის დროს ებრაელები ერთმანეთს არ ხოცავდნენ, ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე მდაბიო ფორმა მათი ანტი-სემიტიზმში დადანაშაულებაა."- განაცხადა ლაპიდმა

სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ, ისრაელის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი, სერგეი ვიქტოროვი უკვე დაიბარეს. 

ლავლროვის განცხადებები ლაპიდის მოადგილემ, ქნესეთის წევრებმა და ისრაელის მთავრობის რამდენიმე მინისტრმაც დაგმეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იტალიურ ტელევიზიასთან, Mediaset-თან ინტერვიუში განაცხადა: "მერე რა, თუ ზელენსკი ებრაელია, ჰიტლერსაც კი ებრაული სისხლი ჰქონდა."

"მერე რა, თუ ზელენსკი ებრაელია. ფაქტი არ უარყოფს ნაცისტურ ელემენტებს უკრაინაში. მე მჯერა, რომ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ზოგიერთი ყველაზე ცუდი ანტისემიტი ებრაელია."- განაცხადა ლავროვმა. 

უკრაინაში შეჭრის გამოცხადებისას, პუტინმა თქვა, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" მისი სუვერენული მეზობლის "დენაზიფიკაციას" ისახავს მიზნად. რუსული მედია არაერთხელ ცდილობდა წარმოეჩინა უკრაინა, როგორც ნაციზმთან მიახლოებული, ასეთი ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე.


close დახურვა