ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 3.1740 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით, მისი ფასი 3.1576 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0164 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.4295 ლარი იქნება, ხოლო დღემდე მისი ფასი 3.4134 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0161 ლარი შეადგინა.