logo
ENG



ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა

25 ოქტ 202418:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/25/fzjqu87rrdktgcp.jpg

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი ევროსთან 0.0086 თეთრით გაუფასურდა და 2.9442 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსით ევრო 2.9356 ლარი იყო.

რაც შეეხება დოლარს, ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 0.0024 თეთრით გაუფასურდა და 2.7198 ლარი შეადგინა. დღევანდელი კურსით დოლარი 2.7174 ლარი იყო.

23 ოქტომბერს, სებ-მა აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ბოლო 2 დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა უფასურდება. 


close დახურვა