logo
ENG



ლარი დოლართან ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა

25 მარ 202017:01
3 წუთის საკითხავი
 
iet7bwx1121ji6i.png

ლარის კურსი დოლართან მიმართებით ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ღირებულება ხვალ 3.4576 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.4494  ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 3.7370 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 3.7436 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0066 ლარი შეადგინა.

კურსის დასტაბილურების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

 


close დახურვა