ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 3.0807 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.0118 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0689 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.3974 ლარი იქნება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.3684 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0290 ლარი შეადგინა.