logo
ENG



ლატვია: არ განიხილება იმ რუსების ლატვიაში შემოსვლა, ვინც რუსეთს ამ მოვლენების გამო ტოვებენ

24 ივნ 202316:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/b0xvvshl6mh08b0.jpg

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლატვიაში სასაზღვრო დაცვა გააძლიერეს და ქვეყანაში ვერ შევლენ რუსეთის ის მოქალაქეები, ვინც ქვეყანას მიმდინარე მოვლენების გამო ტოვებენ.

ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა ტვიტერზე დაწერა.

"ლატვია ახლოდან აკვირდება სიტუაციის განვითარებას რუსეთში და მოკავშირეებს უცვლის ინფორმაციას.

სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერებულია, იმ რუსების სავიზო ან სასაზღვრო შემოსვლა, ვინც რუსეთს მიმდინარე მოვლენების გამო ტოვებენ, არ განიხილება.

ამ დროისთვის ლატვიას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება.“ - აცხადებს რინკევიჩი.


close დახურვა