ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები მოქალაქეობის შესახებ კანონში, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს ჩამოართვას მოქალაქეობა იმ ადამიანებს, რომლებიც ომის დანაშაულებს უჭერენ მხარს. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
მოქალაქეობა შეიძლება ჩამოერთვას იმ ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ფინანსური, მატერიალური, პროპაგანდისტული, ტექნოლოგიური ან სხვა სახის დახმარება გაუწიეს ქვეყნებს ან ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს გენოციდი, დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული, ომის დანაშაული, რომელიც საფრთხეს უქმნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას ან დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციურ წესრიგს.
ასევე, ლატვიის მოქალაქეობა შეიძლება გაუქმდეს, თუ პირი თავად მონაწილეობდა ასეთ საქმიანობაში.
ერთ-ერთი ადამიანი, რომელზეც ამ ცვლილებების გამოყენებაა შესაძლებელია, არის რუსი მილიარდერი პიოტრ ავენი, რომელსაც ასევე აქვს ლატვიის მოქალაქეობა და არის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთა შორის.
ცვლილებები ითვალისწინებს, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ლატვიის მოქალაქეობა შეიძლება გაუუქმდეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, რომლებიც შედეგად არ გახდებიან უცხოელები.
როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო.