logo
ENG



ლატვია საქართველოს 15 000 ვაქცინას გადმოსცემს

07 ივნ 202113:12
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/07/kv0zmr2b7dmdytk.jpg

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის ინფორმაციით, ლატვია საქართველოს 15 000 დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს.

"მოხარული ვარ, რომ მივეცით ბიძგი პროცესებს და ლოჯისტიკური საკითხის გათვალისწინებით, კოვიდის საწინააღმდეგო 15 ათასი დოზა ვაქცინა გადმოეცემა საქართველოს", - თქვა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.

ლატვიის საგარეო მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ზალკალიანის გარდა შეხვდება პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.


close დახურვა