logo
ENG



ლატვია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

11 იან 202421:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/11/imrktx21bdbksh1.jpg

ლატვია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.

ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარ რინკევიჩმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. რინკევიჩის თქმით, ლატვია მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ჰაუბიცებს, საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ვერტმფრენებს, დრონებს და სხვადასხვა აღჭურვილობას.

ლატვიისა და უკრაინის ლიდერებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი - კერძოდ, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დრონების წარმოებაზე.

უკრაინის პრეზიდენტი ლატვიაში დღეს ჩავიდა. მანამდე, ზელენსკი ესტონეთში იმყოფებოდა, სადაც ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან მოლაპარაკებები გამართა.


close დახურვა