logo
ENG



ლატვიაში TV Rain-ის მაუწყებლობის ლიცენზია გააუქმეს

06 დეკ 202211:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/06/vmu8dliahnxjrc8.jpg

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ტელეკომპანია TV Rain-ს მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა. ამის შესახებ საბჭოს ხელმძღვანელმა, ივარ აბოლინში ავრცელებს ინფორმაციას.

აბოლინშის თქმით, გადაწყვეტილება 6 დეკემბერს "ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხის გამო" მიიღეს. TV Rain მაუწყებლობას ლატვიაში 8 დეკემბერს შეწყვეტს.

"დარღვევების მთლიანობის შეფასებით, NEPLP დარწმუნდა, რომ TV Rain-ის ხელმძღვანელობას არ ესმის და არ აცნობიერებს დარღვევების მნიშვნელობასა და სერიოზულობას და, შესაბამისად, არ შეუძლია ოპერირება ლატვიის ტერიტორიაზე", - განუცხადა საბჭოს ხელმძღვანელმა სააგენტო Leta-ს. გარდა ამისა, ტვიტერზე მან დაწერა, რომ ლატვიის კანონები უნდა დაიცვან და პატივი სცენ.

ტელეარხი "დოჟდი" რუსეთში დაიბლოკა მალევე მას შემდე, რაც რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. დაწესებული ცენზურის გამო ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალება იძულებული გახდა, მუშაობა შეეწყვიტა. ივნისში ცნობილი გახდა, რომ არხმა ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, სადაც ჟურნალისტების დიდი ნაწილი გადავიდა. ივლისში კი არხმა მუშაობა აღადგინა.

დეკემბერში ლატვიის ხელისუფლება არხის მიმართ რამდენიმე პრეტენზია გაუჩნდა. ცნობილი გახდა, რომ NEPLP-მა ტელეკომპანია 10 ათასი ევროთი დააჯარიმა ეთერში ნაჩვენები რუკის გამო, სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო, ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართებით ფრაზა "ჩვენი არმიის" გამოყენების გამო. ბოლო შემთხვევა კი უკავშირდება ტელეწამყვან ალექსეი კოროსტელევს, რომელმაც პირდაპირ ეთერში მობილიზებულების დახმარების შესახებ განცხადება გააკეთა.


close დახურვა