ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტური პარლამენტი განცხადებას აქვეყნებს და ქართველ სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს.
ისინი წერილს აქვეყნებენ და აღნიშნავენ, რომ "აღფრთოვანებულები არიან თითოეული სტუდენტით, რომლებიც მიუხედავად რთული გარემოებისა, არ ფიქრობენ გაჩუმებაზე".
"ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტების სახელით გვსურს გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მხარდაჭერა თქვენს მიმართ ამ დაძაბულ და გადამწყვეტ დროს, როდესაც თქვენი და თქვენი თანამებრძოლების ღირებულებების დაჟინებით დაცვას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ბევრი ახალგაზრდა ადამიანისთვის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თუნდაც ეს მმართველი პარტიის წინააღმდეგ წასვლას გულისხმობდეს. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული თქვენგანით, ვინც, მიუხედავად რთული გარემოებებისა, არ ფიქრობს გაჩუმებაზე და საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიჰყავს.
სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება ისეთ გარემოში, სადაც სასწავლო პროცესი არ შეფერხდება საზოგადოების უფლებებისთვის აქტიური ბრძოლით, ამჟამინდელი პირობები კი ამას არ შეეფერება. ლატვიის აკადემიის სტუდენტები და სტუდენტური პარლამენტი გისურვებთ დაუღალავ სულს და შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე მიაღწიოთ სასურველ შედეგს! დაე, თქვენი გზა წარმართოს გამბედაობამ, ძლიერმა სულმა და მხარდაჭერის ყოველი სიტყვა დაგეხმარებათ სტუდენტებს მიუახლოვდეთ უსაფრთხო და თავისუფალ მომავალს!", - აღნიშნულია განცხადებაში.