ლატვიის პრემიერმინისტრის, კრიშიანის კარინშის განცხადებით, უკრაინა NATO-ში უნდა გაწევრიანდეს, რათა თავიდან აიცილოს ახალი ომი.
"საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი უსაფრთხოების ყველა გარანტიით, რაც ამას მოჰყვება. ჩვენი საერთო და ურყევი მხარდაჭერით, უკრაინა თავის მიზნებს მიაღწევს.
როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის განზრახვა, ისინი [რუსული ძალები] ვერ შეძლებენ მორიგი ომის დაწყებას ევროპელი მეზობლების წინააღმდეგ", - თქვა ლატვიის პრემიერმინისტრმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.