logo
ENG



ლაშა ბაქრაძემ ლელო დატოვა

09 ივნ 202000:00
3 წუთის საკითხავი
 

ლაშა ბაქრაძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დატოვა - ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.

როგორც ლაშა ბაქრაძე წერს, ის ტოვებს პარტიას, თუმცა რჩება პოლიტიკაში.

„მივიღე გადაწყვეტილება "ლელოს" რიგებიდან გამოსვლის შესახებ. არ ვაპირებ რაიმე განცხადებების გაკეთებას იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელთანაც თუნდაც რამდენიმე თვიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა და "იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნო" მიუღებელია ჩემთვის, ან, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა "ჩარევა სასურველია". ასე რომ, განვაგრძობ ჩემ ინდივიდუალურ ჩარევის გზას", - წერს ბაქრაძე.


close დახურვა