"მთავარია, რომ ქართველების, ჩვენი თანამოქალაქეების სისხლი არ დავღვაროთ,"- ამის შესახებ განცხადებას მწერალი ლაშა ბუღაძე აკეთებს. მისი განცხადებით, უკანონო ბრძანება არ უნდა დავასრულოთ.
„სახელმწიფო ვართ ჩვენ და თქვენ. აქ 9 აპრილიც გაგვივლია, 8 აგვისტოც და ყველაფერი. ისტორია არ გვაპატიებს. მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან იქ,“- განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეების დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გაუშვეს აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და შიშველი ხელებით ცდილობენ სპეცრაზმელთა შეჩერებას.