შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს - ამ ინფორმაციას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამოიკითხავთ. აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებისთვის იურისტებმა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც მიმართეს. როგორც ირკვევა, საკონსტიტუციო სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს ერთ წელზე მეტი ვადით ინახავს.
საია-ს იურისტი ნათია დუმბაძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ შსს სასამართლოში წარსადგენად იყენებს ამონაწერს, რომელიც 3-4 წლის წინ არის საინფორმაციო ბაზაში გაკეთებული.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვავის საქმეთა ანალიზის შედეგად გამოირკვა შსს სამინისტრო სასამართლოში მტკიცებულების სახით წარსადგენად იყენებს ამონაწერს ელექტრონული საინფორმაციო ბაზიდან კონკრეტული პირების სამართალდარღვევათა თაობაზე. ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წლების განმავლობაში მუშავდება იმიტომ, რომ ძირითად შემთხვევაში წარმოდგენილია პირის მიერ 3-4 წლის წინ ჩადენილი სამართალდარღვევაზე ინფორმაცია. ეს თავის მხრივ, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას," - აცხადებს დუმბაძე.
„თბილისის ეროვნული პლატფორის" თავმჯდომარე ლაშა ტუღუში კი აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება იმაზე მეტი აკეთოს, რასაც კანონი ეუბნება.
"სახელმწიფოს არ აქვს უფლება იმაზე მეტი აკეთოს, რასაც კანონი ეუბნება. ეს გადაწყვეტილება არის რაღაც რგოლები იმ ჯაჭვისა, საადაც ჩვენთან შს სამინისტრო ცდილობს მოაგროვოს ადამიანებზე ინფორმაცია, რათა შემდეგ მანიპულაცია მოახდინს ადმინების ბედით თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ", - აცხადებს ტუღუში.