logo
ENG



ლაშა ქოჩიაშვილი აცხადებს, რომ 2012-14 წლებში, არც პიროვნული და არც სისტემაზე ზეწოლა არ განუცდია

05 ნოე 201912:43
3 წუთის საკითხავი
 
uymimyyyqr2t1lg.jpg

 

უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ლაშა ქოჩიაშვილი, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უსმენენ, აცხადებს, რომ 2014-2012 წლებში, არც პიროვნული და არც სისტემაზე ზეწოლა არ განუცდია.

ამის შესახებ მან უმრავლესობის დეპუტატის, გურამ მაჭავარიანისა და დავით მათიკაშვილის კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„სამი გადაწყვეტილება გამახსენდა - შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ მივიღე კერძო პირის სასარგებლოდ გადაწყვეტილება. საქმე ეხებოდა გადასახადებს და თანხა დაახლოებითნ ნახევარი-ერთი მილიონი იყო. ეს იმას ადასტურებს, რომ იქ ამ კუთხით რაიმე ზეწოლა არ შეიძლება ყოფილიყო. სამოქალაქო სამართალწარმოების დავებს განვიხილავდი, განვიხილე ადმინისტრაციული სამართალწარმოების დავებიც, აქ რაიმე ზეწოლა ჩემი კუთხით, არ ყოფილა. ვიყავი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ქუთაისში, აბსოლუტურად ყველა დამოუკიდებლად მუშაობდა არსებული კანონმდებლობის საფუძველზე“, - განაცხადა ლაშა ქოჩიაშვილმა.

 


close დახურვა