„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება.
ჩხარტიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთნახმების დარღვევაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, მსგავსი ქმედებები შეწყვიტოს.
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური დევნა გრძელდება ქვეყანაში. დღევანდელი გადაწყვეტილებაც ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციას ხელისუფლება დევნის სხვადასხვა ფორმით, სასამართლოს სახელით რეალურად პოლიტიკური მოტივებით, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს ეს ქმედებები იმიტომ, რომ მას ვერ უშველის საგანგებო სიტუაცია და ეპიდემიის ფონი. მას აუცილებლად მოუწევს როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იმის გამო, რომ არღვევს კვლავ შეთნხმებას და არათუ წყვეტს პოლიტიკურ საქმეებს, არამედ ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ იგივე ზოდელავასთან მიმართებაში წამოწყების მცდელობა 13 წლის წინანდელი საქმის. ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან აქციებში როგორც კი დამთავრდება საგანგებო სიტუაცია. მაინც იმედს დავიტოვებ, რომ ეყოფა კეთილგონიერება და საკუთარი თავის გადარჩენის ინსტიქტიც ივანიშვილს და სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე მაინც მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.