logo
ENG



ლაშა ჩხარტიშვილი: სოცდახმარება უნდა აღუდგეს ოჯახებს, რომლებსაც ის ბოლო წლებში შეუწყდათ

28 მარ 202014:41
3 წუთის საკითხავი
 

სოციალური პოლიტიკის მიმართულებით საკუთარი ხედვა დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა წარმოადგინა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 60 ათასამდე ადამიანია დარჩენილი სოციალური შემწეობის გარეშე და მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ასეთ კრიზისულ პერიოდში მაინც აღუდგინოს მათ შემწეობა. 

„სამწუხაროდ, როგორც ყველა მიმართულებით, საქართველოს მთავრობა აგვიანებს ჩვენი თანამოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქუჩაში არიან დარჩენილები. სანამ ხელისუფლება მათი ტრანსპორტირების პრობლემას მოაგვარებს, მანამდე კეთილი ინებოს მთავრობამ,  გამოყოს მათთვის თავშესაფარი, დაუფინანსოს თავშესაფარში არსებობა. არის მეორე გზაც. ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქართველოს საელჩოები არასამუშაო დროს გადაიქცეს ღამის გასათევ თავშესაფრებად. ამასთანავე, მოვითხოვთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში მოეხსნათ სოციალური დახმარება, აღუდგეთ, რადგან ამ ვითარებაში ეს ნაბიჯი შეიძლება მათი შიმშილისაგან გადარჩენის ერთადერთი შანსი აღმოჩნდეს“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.


close დახურვა