logo
ENG



ლაშა ჩხარტიშვილი მთავრობას ჰესების მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებს

16 აპრ 202017:40
3 წუთის საკითხავი
 

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან ბრიფინგი გამართა, სადაც მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.

მან მოუწოდა მთავრობას რომ შეაჩერონ დაწყებული ჰესების მშენებლობები. ჩხარტიშვილის თქმით, მთავრობამ გამოიყენა საგანგებო მდგომარეობა და ნამახვანის ონის და სხვა ჰესების მშენებლობა საჯარო განხილვების და სხვა აუცილებელი პროცედურების გარეშე ხორციელდება.

„მრავალმილიარდიანი 2 პროექტის ნებართვა გასცა მან ნამახვანის და ონის ჰესების კასკადის. გაგანია კარანტინის და ეპიდემიის პირობებში. მოითხოვთ ორივე ეეს გადაწყვეტილება იქნეს გაუქმებული რადგან არაკონსტიტუციურია“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.


close დახურვა