logo
ENG



ლაშა ჩხარტიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიბარეს

26 თებ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება 3 იანვარს პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ჩხარტიშვილის თმით, პოლიციის მაღალჩინოსანმა გოგა მემანიშვილმა მის მიმართ უკანონო ქმედება განახორციელა.

ჩხარტიშვილი ითხოვს, რომ დაისაჯოს ყველა ის მაღალჩინოსანი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ჩადის.

„გამოძიება დაიწყო ფორმალურად საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნის, გოგა მემანიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც განახორციელა ფიზიკური თავდასხმა ჩემზე, უკანონო დაკავება აშკარად ბრძანების საფუძველზე და ამასთანავე, ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან კამერების გვერდით საქმის გარჩევის მცდელობა. აშკარად იყო მითითება მიზანმიმართულ დაკავებაზე ჩემთან მიმართებაში“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

საქმესთან დაკავშირებით მისმა უფლებადამცველმა ია სირანაშვილმაც ისაუბრა. როგორც ის ამბობს, გამოძიების იმედი არ აქვთ, თუმცა პროკურატურას საჩივრით მაინც მიმართეს.

„ჩვენ შევიტანეთ სარჩელი პროკურატურაში მაღალჩინოსანი პოლიციელის, გოგა მემანიშვილის მიმართ, სადაც მან ლაშა ჩხარტიშვილის მიმართ განახორციელა ფიზიკური ანგარიშსწორება, დაკავება ასევე მოხდა კონკრეტული დავალების საფუძველზე და ასევე მან კრიმინალური გარჩევა მოუწყოს პოლიტიკოსს. დიდი იმედი არ გვაქვს საჩივრის შედეგებთან დაკავშირებით, თუმცა მაინც მივმართეთ პროკურატურას“, - განაცხადა ია სირანაშვილმა.


close დახურვა