logo
ENG



ლაშა ჩხარტიშვილმა პროკურატურაში 2 პოლიციელის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

17 იან 202014:29
3 წუთის საკითხავი
 

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა პროკურატურაში 2 პოლიციელის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ჩხარტიშვილის მტკიცებით, ისინი ის პოლიციელები არიან, რომლებიც 3 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მის დაკავებაში მონაწილეობდნენ. სიმბოლურად ჩხარტიშვილი ადგილზე კონსტიტუციითა და დედა ენის ძეგლის ფოტოებით მივიდა და განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა არც ქვეყნის კონსტიტუცია იციან და არც კითხვა. ჩხარტიშვილმა ირაკლი შოთაძის მოსალოდნელი დანიშვნაც გააპროტესტა. ის დარწმუნებულია, რომ სხვებთან ერთად პასუხისგება მასაც მოუწევს.

 


close დახურვა