logo
ENG



ლაშა ჯოხაძემ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტი დატოვა

28 ოქტ 202514:41
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/28/1a1qyqkq4xu417g.jpg

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს.

შსს-ს თანახმად, მან პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.

ეს ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით ფორმულას შსს-მ დაუდასტურა, თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აფილირებულმა Facebook გვერდმა - ყველაფერი პოლიციის შესახებ გამოაქვეყნა.

ლაშა ჯოხაძე თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად 2020 წელს დაინიშნა.

 


close დახურვა