დღეს უფლებადამცველებისა და აქტივისტების პრობლემებზე მომზადებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
ერთ-ერთი მომხსენებლის, ბაია პატარაიას განცხადებით, 2019 წელი ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, მუქარის, თავდასხმისა და დისკრედიტაციის ფაქტების მასშტაბურობით გამოირჩეოდა.
„ჩვენ მიმოხილული გვაქვს ის პრობლემები, რომლებიც ივნისის და ნოემბერ-დეკემბრის აქციებს ახლდა, სადაც მასიურად ხდებოდა შეკრებების ძალადობრივი დარბევა, დაპატიმრებები, შემდეგ პრობლემურად მიდიოდა აქტივისტების პროცესები. ვსაუბრობთ ლგბტ აქტივისტებზეც, რომლებსაც არ ეძლევათ შეკრების უფლების გამოყენების საშუალება", - ამბობს ბაია პატარაია.