logo
ENG



ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა

18 აგვ 202410:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/18/7cgsmwadywnrrl6.jpeg

ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი ალენ დელონი გარდაიცვალა. ის 88 წლის იყო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მის შვილებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მსახიობი ლუარის რეგიონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ფრანგული მედია წერს, რომ ის სამი შვილისა და ოჯახის სხვა წევრების გარემოცვაში იყო.

"ალენ ფაბიენი, ანუშკა, ენტონი, ისევე, როგორც ლუბო (მსახიობის ძაღლი) მწუხარებით გაცნობებენ მამის გარდაცვალების ამბავს. მან სიმშვიდეში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში დატოვა ეს სამყარო", - წერია მსახიობის შვილების ერთობლივ განცხადებაში. 

ყველაზე დიდი პოპულარობა მას მოუტანა ფილმებმა: თაკარა მზე, როკო და მისი ძმები, ლეოპარდი, შავი ტიტა და სხვა.

ალენ დელონი არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის მიღებული ჰქონდა სეზარის პრემია კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში ჩვენი ისტორია. იგი ასებე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე. მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები. იყო საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი.


close დახურვა