"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე დარჩენილ ორ თვეში კონკრეტული შეთანხმების მიღწევა არარეალისტურია და ზოგადად ვადებზე საუბარი პროექტთან მიმართებაში არაკონსტრუქციულია. მისი თქმით, მინიმუმ მოლაპარაკებებია დასაწყები.
„იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც ამ ეტაპზე გადასაჭრელია, მინიმუმ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარია იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც ბანკები, ოპერატორი და ინვესტორები აყენებენ. მინიმუმ ხომ უნდა დავიბაროთ ეს ხალხი, გავმართოთ მათთან შეხვედრა? ორი თვის მანძილზე კონკრეტული შეთანხმების მიღწევა ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, არარეალისტურია. ორ თევში შესაძლებელია სერიოზული პროგრესის მიღწევა და ამისკენ უნდა იყოს მიმართული ყველა რიტორიკა. იმის თქმა, რომ ეს ბოლო შანსია და ორი თვის თავზე მორჩა, გათავდა, ეს არასერიოზულია. ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლებობა გავქვს, რომ ეს პროექტი ძალიან იოლად, სამი საკითხის გადაწყვეტით გავიყავნოთ ბოლოში და განვახორციელოთ“,- აღნიშნა ახვლედიანმა.
ლევან ახვლედიანის მოსმენა პარლამენტში, დღის 12:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.