logo
ENG



ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა

15 მაი 202317:04
3 წუთის საკითხავი
 

პროფესორ ლევან ბერძენიშვილის სახლთან ორგანიზებული ჯგუფი, 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა. 

ბერძენიშვილის თქმით, ეს იმ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ბოლო დროს მის წინააღმდეგაა აგორებული.

ის ამბობს, რომ ნიღბიანები მას შემდეგ წავიდნენ, რაც ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.

ბერძენიშვილი იმ მომენტში სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა ვარაუდობს, რომ უცნობი ადამიანების მიზანი ფიზიკური ანგარიშსწორება იყო.

"აქ ყოფილა დაახლოებით 15-20 ადამიანი, ფიზიკურად კარგად მომზადებული, შესაბამისი ნიღბებით და ეკიპირებით. მე თვითონ არ მინახავს გზაში ვიყავი. მე გამაფრთხილეს. მათ შესანიშნავად იციან ჩემი გადაადგილების გრაფიკი. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა. ხან შემთხვევით მოქალაქე შემხვდება და რაღაცას მეტყვის და ხან რა. მე თვითონ არ ვიცი, როდის სად მივდივარ და იმათთან იციან უკეთ. ამჟამად მოვდიოდი კავკასიის უნივერსიტეტიდან, როდესაც დავამთავრე ლექციები და დამირეკეს ოჯახიდან, აქ არიან აგრესიულად განწყობილი [პირები]. არაფერ უთქვამთ, იღიმებოდნენ, მაგრამ კუნთებზე იყურებოდნენ. როდესაც გამოძახებული იქნა პატრული, ეს ხალხი გაქრა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ეს არის ბოლო დროს აგორებული, რომ თითქოს მე ხევსურებს რაღაც შეურაცხყოფა მივაყენე 2013 წელს. [...] ალბათ, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო მათი ამოცანა"- ამბობს ბერძენიშვილი.

ბოლო პერიოდში ბერძენიშვილი არაერთხელ გახდა პრორუსული ორგანიზაციების მხრიდან თავდასხმის ობიექტი.

ერთ-ერთი შემთხვევა ყვარელში მოხდა, სადაც ბერძენიშვილს საჯარო ლექცია უნდა წაეკითხა.

მას პრორუსულმა ალტ-ინფომ ხალხი დაახვედრა, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით, ბერძენიშვილის ლექცია გაუქმდა და მან ევროატლანტიკურ ცენტრთან მისვალა ვერ მოახერხა.

კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც პროსახელისუფლებო და პრორუსული POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა


close დახურვა