logo
ENG



ლევან ბოძაშვილი:რუსეთის გამო, ხელისუფლებას არ სურს ანაკლიის აშენება

16 ოქტ 201911:56
3 წუთის საკითხავი
 
tc79qk5s9bwy3p8.jpg

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიის პროექტის წარმომადგენლები ამ დროში ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენენ, შესაძლოა მთავრობამ დადებული შეთანხმება გააუქმოს. 

საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" წევრი ლევან ბოძაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთს ივანიშვილის წინააღმდეგ განსაკუთრებული დამაშინებელი ბერკეტი აქვს.

"მთელი წელია ამ ეჭვებს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლებას არ სურს ანაკლიის აშენება და მთავარი, რასაც მე სტრატეგიულ ჭრილში ყოველთვის ვუყურებდი და დღეს ეს კითხვები კიდევ უფრო გამიმძაფრდა არის ის, რომ ეს არის რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. რუსეთს აქვს განსაკუთრებული დამაშინებელი ბერკეტი ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც მისი ნებით თუ ძალაუნებურად ცდილობს, რომ პროექტი არ აშენდეს," - განაცხადა ბოძაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე ჰქონდა. იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი 15 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათამდე ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენდა, შესაძლოა მთავრობას კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გაეუქმებინა. ჯერჯერობით უცნობია მთავრობის პოზიცია.  ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმი დოკუმენტებს არ წარადგენდა. 

ამის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საბოლოო ვადა 2019 წლის ბოლომდე ეძლევა.  


close დახურვა