logo
ENG



ლევან გოგიჩაიშვილი: მანქანის გადაადგილების შეზღუდვა გაუგებარია

22 აპრ 202011:58
3 წუთის საკითხავი
 
wseabot9yvpo4zp.png

"თუ ადამიანი ვერ გადაადგილდება მანქანით, მაგრამ შუძლია ფეხით სიარული გარეთ, მაშინ მანქანის გადაადგილების შეზღუდვის ლოგიკაც გაუგებარია", - ასე აფასებს არსებულ შეზღუდვებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი. 

მისივე თქმით, პრემიერის მისამართით ბევრი კითხვა გაჩნდა, თუმცა გიორგი გახარია პასუხებისგან თავს იკავებს. 

"მნიშვნელოვანია კითხვებს გაეცეს პასუხი, რატომ ხდება საგანგებო მდგომარეობის 23 მაისამდე გაგრძელება. ბრძანებაც ძალიან ზოგადია, სადაც პრემიერი წერს პრეზიდენტს, რომ შედეგები ძალიან კარგია. რა არი ეს კარგი შედეგები? ვერ გავიგე რითი იზომება ეს კარგი შედეგები? პასუხი გვინდა. რატომ ფიქრობთ, რომ ვირუსი 22 მაისის შემდეგ დამარცხდება? რაც შეეხება ადმისნიტრირებას, იყო სხვადასხვა პრობლემა. არსებობს შეზღუდვები, სადაც ლოგიკა არაა. თუ ადამიანი ვერ გადაადგილდება მანქანით, მაგრამ შუძლია ფეხით სიარული გარეთ, მაშინ მანქანის გადაადგილების შეზღუდვის ლოგიკაც გაუგებარია",-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


close დახურვა