logo
ENG



ლევან გორგაძე გამარჯვებით დაბრუნდა

19 ივლ 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

„ტოჩინოშინი” გამარჯვებით დაბრუნდა.

4 თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ იაპონიაში სუმო დაბრუნდა. კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ივლისის ბაშო რომელიც ტრადიციულად ნაგოიაში იმართებოდა  ტოკიოში გადმოიტანეს და დარბაზში მაყურებელიც დაუშვეს.

ზაფხულის სუპერტურნირს მე-11-ე მაეგაშირას რანგით შეხვდა „ტოჩინოშინი”.  ბაშოს გახსნის დღეს ლევან გორგაძის  მეტოქე შიმანოუმი იყო, რომელსაც ქართველი კარიერაში პირველად შეხვდა  და  დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ექს ოძეკიმ მოწინააღმდეგე იორიკირის ილეთით გადაიყვანა დოჰიოს მიღმა. ხვალ ტოჩინოშინის წინააღმდეგ 33 წლის ბრაზილიელი გოლიათი  კაისეი იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ლევან გორგაძე 12-ით 7-ს იგებს.


close დახურვა