logo
ENG



ლევან ვასაძე: ქართული პრესა ერის მტრად მიმაჩნია, მაგრამ ამჯერად მადლობას ვუხდი

10 ნოე 201918:10
3 წუთის საკითხავი
 
shru53eb7aljp5v.png

ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები ამ წუთებში ვერის ბაღში იმყოფებიან. სიტყვით გამოსვლისას ვასაძემ აღნიშნა, რომ დღეს თავს ყველაზე მძიმე გრძნობს. ამავე დროს, მან ქართულ მედიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავი შემთხვევა პირველად ხდება. მისი თქმით, ქართული პრესა ერის მტერია, მაგრამ ამჯერად ვასაძის შეგონება მოისმინა და ამიტომაც მადლობას იმსახურებს. 

"უცნაურ რამეს ვიტყვი. ამ უმძიმესი სამი დღიდან, მიუხედავად იმისა რომ თითქოს კვირა დღეა და ამ დღის მადლი გვეწევა ყველას. მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეს ყველაზე მძაფრი დღე იყო, მე პირადად ყველაზე მძიმედ დღეს ვარ. არ ვიცი, რით ავხსნა ეს. შეიძლება პრესას ნაკლებად აინტერესებდეს, მაგრამ მიუხედავად საოცარი კულტურისა, ბრძოლისა, ვაჟკაცობისა, რომელიც მთელმა საქართველომ მისცა მთელ მსოფლიოს, როგორ აღუდგეს წინ ცივილიზებულად გარყვნილების ძალადობრივ თავზე მოხვევას, მაინც უკიდურესად შეურაცხყოფილი და დაღვრემილი ვარ, რომ გრძელდება ეს ენით გამოუთქმელი შეურაცხყოფა ჩემი ქვეყნისა. არ მინდა თქვენც დაგთრგუნოთ, მაგრამ დღესაც მინდა რამდენიმე თეზისი ვთქვა იმის გასაგრძელებლად, რასაც ამ დღეებში ვაკეთებდით. უცნაურია ჩემი მხრიდან და მადლობას ვეტყვი პრესას. უცნაურია, რადგან ქართული პრესა ერის მტრად მიმაჩნია, მაგრამ სასწაული მოხდა - გუშინ პრესამ ჩემი შეგონება ისმინა და განმეორებითი შეკითხვები იმაზე, რაც უკვე ვთქვი, არ დამისვა. პირველად მოვესწარი და მადლობა ამ ხალხს ამისთვის" , -  განაცხადა ლევან ვასაძემ. 


close დახურვა