logo
ENG



ლევან თარხნიშვილი, გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი ევროპულ საქართველოს ტოვებენ

10 აპრ 202113:51
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/10/wwrc4fqhewnfn8c.jpg

ევროპულ საქართველოს ლევან თარხნიშვილი, გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი ტოვებენ. ინფორმაცია სამივე მათგანმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

გოკა გაბაშვილის თქმით, მან ამ ეტაპზე უპარტიოდ ბრძოლა გადაწყვიტა.

ამ ეტაპზე მეც, ჩემი მეგობრების მსგავსად, გადავწყვიტე საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო. ევროპულ საქართველოში, ასევე ბევრი მეგობარი რჩება და წარმატება მათ", - წერს გაბაშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ პარტიიდან წამოსვლის მიზეზი გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა.

ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა. მადლობა ყველას ვისთანაც ერთად ვიბრძოდით და ვაშენებდით ევროპულ საქართველოს. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ქოცების წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩეჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს", - აცხადებს თარხნიშვილი.

დღეს, 10 აპრილს ევროპული საქართველოს პარტიული ყრილობა გაიმართა. ყრილობამდე პარტიის ორმა ლიდერმა, გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ევროპული საქართველოდან მიდიან.

პარტიულ ყრილობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გახდა ცნობილი: ევროპული საქართველოს ახალ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს, ხოლო პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე გიგი წერეთელი იქნება. ყრილობა აირჩიეს ახალი გენერალური მდივანიც - პოსტს აკაკი ბობოხიძე დაიკავებს. 


close დახურვა