logo
ENG



ლევან იოსელიანი: ევროპული საქართველოს ამოცანა პროცესის ჩაშლაა, ამოიღონ სხვა პარტიებმა ხმა

09 დეკ 202013:54
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/09/ao5uh746gvctw4o.jpg

პარტია მოქალაქეების ერთერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა გადაცემაში კომენტარი განაცხადა, რომ ზოგიერთების ვიწროპარტიულ ინტერესებს ვერ გადააყოლებენ საარჩევნო სისტემის ცვლილების დოკუმენტს. 

იოსელიანის თქმით, ქვეყანაში ხელისუფლების დემოკრატიულად ცვლის პროცესი უნდა დაიწყოს. მოქალაქეების ერთერთ ლიდერს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ხელისუფლების დემოკრატიულად ცვლის პროცესი უნდა დაიწყოს, ხოლო ამის ერთერთი წინაპირობა საარჩევნო სისტემის შეცვლაა.

იოსელიანის თქმით, ოპოზიციაში სიტუაციას ევროპული საქართველო ურევს, რომელსაც არ სურს, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს. იოსელიანი მოლაპარაკებებში მყოფ სხვა პარტიებს მოუწოდებს, რომ ხმა ამოიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია ორი ადამიანის (მათ შორის გიგა ბოკერიას) მძევალი გახდება.

"ალეკომ ძალიან ცალსახად თქვა, რომ თუ ამ მოლაპარაკებიდან გამოვიტანთ დოკუმენტს, რომელიც საქართველოში საარჩევნო სისტემას პრინციპულად შეცვლის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გააჩენს ნდობას არჩევნების მიმართ, ეს იქნება ამ ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯი. ევროპული საქართველოს მიმართ პრეტენზიები გაჩნდა იმიტომ, რომ მათი ამოცანაა პროცესი ჩაშალონ. ყველა დოკუმენტი რაზეც იქ მიდის საუბარი თქვენს ტელევიზიაში რომ ხვდება, ყველამ ვიცით საიდან ხვდება. მაგით არიან დაკავებულები", - განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, ნაციონალური მოძრაობა კონკრეტულად გოგა ბოკერიას მძევლობაშია და ამაზე თავად ენმ-ში საუბრობენ. 

"ნაციონალური მოძრაობა არის გიგა ბოკერიას მძევლობაში. ამას მე კი არ ვამბობ, ამას თავად ამბობენ იმ პარტიაში (ენმ-ში). იქ ბევრი ნათელი თავია ვინც იცის რა ხდება და გამოსავლის პოვნა უნდა, მაგრამ საშუალება არ აქვთ, ილაპარაკონ, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას თავი დავანებოთ, ამოიღონ სხვა პარტიებმა ხმა", - განაცხადა იოსელიანმა.

დღეს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას, საარჩევნო სისტემის რეფორმირების შემოთავაზების სანაცვლოდ გეგმავს. 

მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის შემდეგ მოქალაქეების გარდა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ საერთო შეთანხმების არარსებობის პირობებში, მეათე მოწვევის პარლამენტს კვლავ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ. მათი თქმით, ხვალ, 10 დეკემბერს მოლაპარაკებების მე-5 რაუნდისთვის დაიწყება მზადება. 

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე კი 2 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება. პარტია მოქალაქეების მხრიდან ხელისუფლებასთან დამოუკიდებელი შეთანხმების გაფორმების და მათი პარლამენტში შესვლის შემთხვევეაში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული აღარ იქნება. 

 


close დახურვა