logo
ENG



ლევან კობიაშვილი შალკეს 21-ე საუკუნის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

11 ნოე 202114:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/11/uz9rw2ofcpjgi1t.jpg

გავლენიანმა ვებ-გვერდმა fussballtransfers.com-მა „შალკეს“ 21-ე საუკუნის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

გუნდში მარცხენა მცველის პოზიციაზე ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მოხვდა.

„შალკეს“ 21-ე საუკუნის სიმბოლურ გუნდში, ასევე, მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: რაული, ნოიერი, ჰუნტელაარი, ებე სანდი, ჯეფერსონ ფარფანი, რაფინია და ლეონ გორეცკა.

 

კობიაშვილის კარიერა „შალკეში“

 

ლევან კობიაშვილის პირველი მწვრთნელი გელზენკირხენში იუპ ჰაინკესი იყო. გელზენკირხენულ კლუბში ქართველი ფეხბურთელი 2003-დან 2009 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდში მან „შალკეს“ მაიუსურით 233 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„შალკეში“ კობიაშვილი ორჯერ, 2005 და 2007 წლებში გახდა ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი და 2005 წელს გერმანიის თასის ფინალისტი.

2005-2006 წელს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულუ საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე „პსვ ეინდჰოვენის“ წინაარმდეგ კობიაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. იმ წელს ქართველი ფეხბურთელი დაეხმარა გუნდს, მიეღწია უეფა-ს თასის ნახევარფინალამდე, სადაც მომავალ ჩემპიონ „სევილიასთან“ დამარცხდა.

2008 წელს, კობიაშვილთან ერთად, კლუბმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც „ბარსელონასთან“ დამარცხდა.

„შალკეში“ გატარებული 6,5 წლის მანძილზე ლევან კობიაშვილი გუნდის რეკორდსემნთა შორის მოხვდა საერთაშორისო ასპარეზზე ჩატარებული მატჩებით და გატანილი გოლებით. 35 საერთაშორისო მატჩით ის გელზენკირხენელთა შორის მესამეა.

 

„შალკე“ ამჟამად კრიზისშია

 

წელს გელზენკირხენელები გერმანიის II ბუნდესლიგაში თამაშობენ, სადაც ამ დროისთვის მეხუთე ადგილს იკავებენ.

კლუბი რამდენიმე წელია კრიზისშია, რაც საბოლოოდ გასულ წელს I ბუნდესლიგიდან რანგით მეორე ლიგაში უშანსოდ დაქვეითებით დადასტურდა.

რამდენიმე წლის წინ „შალკე“ გაცილებით მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და ევროტურნირებზეც ხშირად თამაშობდა.


close დახურვა