logo
ENG



ლევან რატიანი: ერთი პაციენტი ჩვენს კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება

28 აპრ 202012:05
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ინფიცირებულების მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე ერთი მძიმე პაციენტია, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისივე განცხადებით, დანარჩენი კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპამდე გართულება არ ვლინდება.

ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკას ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, თუმცა კიდევ 16 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან, თუ მათი მეორედი ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა, მაშინ ისინიც გაეწერებიან კლინიკიდან.

„დღეს ეწერება ერთი პაციენტი, გუშინ გაგზავნილი იყო რამოდენიმე ათეული ტესტი და პირველადი პასუხი უარყოფითი მოვიდა. გაგზავნილია მეორადი და დღეს ველოდებით პასუხს. ალბათ 15, ან 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას.

"რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, ყველას მდგომარეობა ამ ეტაპზე უარყოფითი კლინიკის გარეშეა. გვყავდა პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკულ მდგომარეობაში ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე რჩება და იმედია, რომ მისი მდგომარეობს გაუმჯობესდება. 

"რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, ისინი იმყოფებიან განყოფილებებში. არც ერთ მათგანთან ამ ეტაპამდე არ ვლინდება გართულება. დღის მეორე ნახევარში ველოდებით ლუგარიდან პასუხებს. 

​"ახალი დადასტურებული შემთხვევა ჩვენ კლინიკაში არ ყოფილა. გუშინ ჩატარდა მასიური PCR  ტესტირება ჩვენი კლინიკის თანამშრომლებზე, რომლებსაც გეგმურად ეკუთვნოდათ და გვიხარია, რომ არც ერთი შემთხვევა არ არის დადებითი დეა ყველა უარყოფითია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.


close დახურვა