პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 71 პაციენტია მოთავსებული, სიდანაც 53-ს კორონავირუსი დადასტურებული აქვს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კვლევა ჩაუტარდათ კლინიკის მედპეროსნალსაც და არც ერთ შემთხვევაში ვირუსი არ დადასტურდა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 71 პაციენტი, 53 დადასტურებული შემთხვევაა, დანარჩენი ელოდება პასუხს. ჩვენ კლინიკაში გუშინ ჩატარდა მასიურად მედპერსონალის გამოკვლევა PCR მეთოდით და საბედნიეროდ არც ერთ ჩვენს თანამშრომელს არ დაუდასტურდა ინფექცია. ასევე, დღეს ჩვენი კლინიკიდან ვირუსის გარეშე ეწერბა ორი პაციენტი. ასევე პაციენტები, რომლებიც ჩვენ კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია, ყველა მათგანთან ამ ეტაპამდე გვაქვს დადებითი დინამიკა“, - განაცხადა რატიანმა.
მან ორსული პაციენტების მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათგან ერთი 14-დღიანი ინკუბაციის პერიოდს ასრულებს, ამიტომ კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარდა და პასუხს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.
„რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, ერთ მათგანთან გავიდა 14-ე დღე, იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტი და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი. მეორე ქალბატონს რაც შეეხება, რომელიც არის 8 კვირის ორსული მისი მდგომარეობა და ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარტამეტრებს. დანარჩენები მინდა გითხრათ, რომ 27 პნევმონია კოვვირუსით ინიფიცირებული, მათი მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობენ ინფექსიონისტებისა და თერაპევტების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.